воскресенье, 9 ноября 2014 г.

მე-9-ე დღის რეფლექსია

     დღეს  ყველაზე  საინტერესო  დღე  იყო. ვისწავლეთ  კომპიუტერში  შექმნილი  მასალის  (პორტფოლიოს)    ბლოგზე  გამოქვეყნება,  მოვისმინეთ  და  ვნახეთ    კოლეგების  მიერ  შექმნილი  პროექტები.   გავაკეთეთ  კომენტარები ბლოგებზე.
 
      მე  ვფიქრობ,  რომ  ასეთი  ტრენინგები    მოსაწონია  და  მისაღები  ყველა  პედაგოგისათვის.    პროექტებით  სწავლება  მნიშვნელოვანია,  ამიტომაც  მე  ძალიან  კმაყოფილი  ვარ.  მადლობა  მინდა  გადავუხადო  ჩვენს  ტრენერს,  ქალბატონ  ნინო  კაჟაშვილს,  რომელიც  ვფიქრობ  საუკეთესო  ტრენერია.   

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

пятница, 7 ноября 2014 г.

მე-8-ე დღის რეფლექსია

     ჩემი  აზრით  დღეს  საკმაოდ  დატვირთული  ტრენინგი  იყო.   დავასრულეთ   პროექტის  გეგმაზე  მუშაობა.  ჩავწერეთ  სასწავლო  პროცედურები.
    ვისწავლეთ  ბლოგზე  მუშაობა.  გაჯეტების  დამატება,    სურათების  ჩასმა,  საათის  ჩასმა,  სტუმრების  მთვლელის  დაყენება..
     საინტერესო  ტრენინგი  იყო.   მადლობა  ქალბატონ  ნინოს.

понедельник, 3 ноября 2014 г.

მე-7-ე დღის რეფლექსია

                    ჩემი  აზრით,  დღეს  კარგად  ვიმუშავეთ.    შევქმენით  პრეზენტაციის      დამხმარე  შაბლონი,   დავასრულეთ  შეფასების  რუბიკაზე  მუშაობა.  შევავსეთ  საბაზისო  უნარ-  ჩვევების  გრაფა  პროექტის  გეგმაში,  გავაკეთეთ  სასწავლო  პროცედურების მონახაზი.   ვისწავლეთ  ბლოგის  დიზაინის  შეცვლა.   საინტერესო ტრენინგი  იყო.