воскресенье, 9 ноября 2014 г.

მე-9-ე დღის რეფლექსია

     დღეს  ყველაზე  საინტერესო  დღე  იყო. ვისწავლეთ  კომპიუტერში  შექმნილი  მასალის  (პორტფოლიოს)    ბლოგზე  გამოქვეყნება,  მოვისმინეთ  და  ვნახეთ    კოლეგების  მიერ  შექმნილი  პროექტები.   გავაკეთეთ  კომენტარები ბლოგებზე.
 
      მე  ვფიქრობ,  რომ  ასეთი  ტრენინგები    მოსაწონია  და  მისაღები  ყველა  პედაგოგისათვის.    პროექტებით  სწავლება  მნიშვნელოვანია,  ამიტომაც  მე  ძალიან  კმაყოფილი  ვარ.  მადლობა  მინდა  გადავუხადო  ჩვენს  ტრენერს,  ქალბატონ  ნინო  კაჟაშვილს,  რომელიც  ვფიქრობ  საუკეთესო  ტრენერია.   

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

пятница, 7 ноября 2014 г.

მე-8-ე დღის რეფლექსია

     ჩემი  აზრით  დღეს  საკმაოდ  დატვირთული  ტრენინგი  იყო.   დავასრულეთ   პროექტის  გეგმაზე  მუშაობა.  ჩავწერეთ  სასწავლო  პროცედურები.
    ვისწავლეთ  ბლოგზე  მუშაობა.  გაჯეტების  დამატება,    სურათების  ჩასმა,  საათის  ჩასმა,  სტუმრების  მთვლელის  დაყენება..
     საინტერესო  ტრენინგი  იყო.   მადლობა  ქალბატონ  ნინოს.

понедельник, 3 ноября 2014 г.

მე-7-ე დღის რეფლექსია

                    ჩემი  აზრით,  დღეს  კარგად  ვიმუშავეთ.    შევქმენით  პრეზენტაციის      დამხმარე  შაბლონი,   დავასრულეთ  შეფასების  რუბიკაზე  მუშაობა.  შევავსეთ  საბაზისო  უნარ-  ჩვევების  გრაფა  პროექტის  გეგმაში,  გავაკეთეთ  სასწავლო  პროცედურების მონახაზი.   ვისწავლეთ  ბლოგის  დიზაინის  შეცვლა.   საინტერესო ტრენინგი  იყო.

понедельник, 27 октября 2014 г.

მე-6-ე დღის რეფლექსია

        დღეს  დავასრულეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი   და  შევქმენით  პრეზენტაციის  შეფასების  რუბიკა.   ტრენინგმა  საინტერესოდ  ჩაიარა. გაკეთებულ  რუბიკას  სხვა  პრეზენტაციების  შემთხვევაშიც  გამოვიყენებ. ამ  ტრენინგზე  ნასწავლი  საკითხები  ძალიან  დამეხმარება  ჩემს  საქმიანობაში.  

воскресенье, 26 октября 2014 г.

მე-5-ე დღის რეფლექსია

                                                                                                                                                                        ჩემი  აზრით   დღევანდელმა  ტრენინგმა  საინტერესოდ  ჩაიარა.   დავგეგმეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,   დავიწყეთ  სლაიდშოუს  გაკეთება,
       გავეცანით  საავტორო        უფლებებს,   შევქმენით  გამოყენებული  ლიტერატურის  დოკუმენტი.  ტრენინგი   მიმდინარეობდა  საინტერესოდ  და  სახალისოდ, მადლობა.

понедельник, 20 октября 2014 г.

მე-4-ე დღის რეფლექსია

                     მე   ვფიქრობ,  რომ  ძალიან  საინტერესო  დღე  იყო.  ვიმუშავეთ  პროექტზე,  ვისწავლეთ  შეფასების  გეგმის  შედგენა,  დეტალურად  განვიხილეთ  განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  შეფასებების     მეთოდების    გამოყენება    პროექტის  სხვადასხვა  ეტაპზე  მოსწავლეთა  შეფასების  დროს.
          ვისწავლეთ  ბლოგის  შექმნა  და  მასზე  მუშაობა.      სწავლების  პროცესი  საინტერესო  და  სახალისოა,  რისთვისაც  მადლობა  ქალბატონ  ნინოს.